სიახლეები

ცვლილებები ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებაში

სფფ
გაუზიარე

ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებებთან დაკავშირებით ევროპის მასშტაბით მიმდინარე სასამართლო პროცესების გამო, 2023 წლის 30 დეკემბერს ფიფამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს აღნიშნული დებულებების გარკვეული პუნქტები.

ამასთან, ფიფამ წევრი ასოციაციებისთვის გასცა რეკომენდაცია, შესაბამისი პუნქტების მოქმედება შეაჩერონ საფეხბურთო აგენტის ეროვნულ დებულებებშიც.

კერძოდ, სფფ-ის დებულებებში რუხი ფერით მონიშნულია პუნქტები, რომლებიც ექვემდებარება დროებით შეჩერებას, ფიფას ცირკულარის შესაბამისად.

იხილეთ სფფ-ის საფეხბურთო აგენტის ეროვნული დებულება