სიახლეები

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ 2023 წელს განხორციელებული და 2024 წლისთვის დაგეგმილი ღონისძიებები

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დეპარტამენტმა 2023 წლის განმავლობაში მწვრთნელთა განათლების არაერთი კურსი დაიწყო, რომელთა ნაწილიც 2024 წელს დასრულდება. 

2023 წელს განხორციელებული ღონისძებების სია: 

  • 7 უეფა-ს C ლიცენზიის კურსი 
  • 3 უეფა-ს B ლიცენზიის კურსი 
  • 2 უეფა-ს A ლიცენზიის კურსი 
  • 1 UEFA “PRO” ლიცენზიის კურსი
  • 1 უეფა-ს მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსი
  • უეფა-ს შემდგომი განათლების C ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
  • 2 უეფა-ს შემდგომი განათლების B ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
  • 2 უეფა-ს შემდგომი განათლების A ლიცენზიის ე.წ. Refresh კურსი
  • 2 უეფა-ს შემდგომი განათლების კურსი ტუტორებისათვის 
  • 1 უეფა-ს მწვრთნელთა B+A ლიცენზიის კურსი რომელშიც მონაწილეობა აქტიური და განსაკუთრებული საფეხბურთო კარიერის მქონე მოთამაშეებმა მიიღეს

ტექნიკურმა დეპარტამემტმა C ლიცენზიის 3 კურსი ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაატარა, რისთვისაც მადლობას უხდის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციებს ჩართულობისთვის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს, ჩამოთვლილი პროექტების თანადაფინანსებისთვის და ორგანიზებაში თანამონაწილეობისთვის. 

გეგმა მომავალი წლისთვის სფფ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებშისხვადასხვა მიმდინარე მიმართულების პროექტებთან ერთად:

სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ სიახლე იქნება 2024 წელს სპეციალისტების ახალი დიპლომის კურსების ორგანიზება, კერძოდ მეკარეების UEFA GK ”A” ლიცენზიის კურსი, რომელიც ამ მიმართულების უმაღლეს სამწვრთნელო განათლების საფეხურს წარმოადგენს და ფიტნესის ლიცენზიის კურსი, რომელიც ასევე პირველად გაიმართება საქართველოში.

შესაბამისად, მომავალი (2024) წლის კალენდარი განახლდა და დაგეგმილი პროექტების განრიგი განთავსდა ქვემოთ მოცემულ ბმულზე. 

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაცია გაიხსნება 5 თებერვალს შემდეგ საგანმანათლებლო პროექტებზე: მეკარეების მწვრთნელთა უეფა-ს “A” ლიცენზიის დაუეფა-ს “PRO” ლიცენზიის კურსი, რომელზეც მონაწილეებს განაცხადის შევსება 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეეძლებათ. დამატებით ინფორმაციას დაანონსებული კურსების დაწყებასთან დაკავშირებით მონაწილეები რეგისტრაციისას მითითებულ ელ. ფოსტაზე მიიღებენ. 

რაც შეეხება სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ სხვა საგანმანათლებლო პროექტებს, მათზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება უეფას შესაბამის განყოფილებასთან შეთანხმების შემდგომ, რის შესახებაც ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ჩვენს ვებ გვერდზე. 

კალენდარი 2024

დამატებითი ან სხვა სახის ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართეთ სფფ-ის ტექნიკური დეპარტამენტის მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებას.