სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მწვრთნელის, თემურ მახარაძის გარდაცვალების გამო. გამოცდილი სპეციალისტი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თემურ მახარაძეს ხანგრძლივი სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა. იყო გარეჯის, ლოკომოტივის, მერანი 91-ის, სიონის, ზესტაფონის, ოლიმპის, დილას, სასკოს, გურიას, საპოვნელას და რუსთავის მთავარი მწვრთნელი. 2007 წელს, მის მიერ გაწვრთნილი ზესტაფონი საქართველოს თასის მფლობელი გახდა, 2009/10 სეზონში კი, რუსთავის ოლიმპითან ერთად თემურ მახარაძემ საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მის მეგობრებსა და საფეხბურთო ოჯახს.