საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 25-დან 27 დეკემბრის ჩათვლით, დავით პეტრიაშვილი არენაზე უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მესამე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ანალიტიკა, შეტევა, თავდაცვა, მეკარეების მწვრთნელის და მეკარის პროფილი, ფიტნესი.
კურსი ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და ექვს მოდულთან ერთად, საგამოცდო მოდულს მოიცავს. A ლიცენზიის კურსზე 21 მონაწილე ირიცხება.
აღნიშნული კურსი უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის წინა საფეხურია და სრულ შესაბამისობაში მოდის უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან. მსმენელებს სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ.