სიახლეები

სფფ-ის ლიცენზირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის შეხვედრა კლუბების წარმომადგენლებთან

ლიცენზირება
გაუზიარე

21 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა, 2024/2025 წლების უეფას ლიცენზირების პროცესის ფარგლებში კლუბების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. 

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ შეხვედრას ეროვნული ლიგის და ქალთა ლიგა 1-ის 4 კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს უეფას დებულებაში შემავალი ცვლილებები, მიმდინარე სტატუსი და სხვა საორგანიზაციო საკითხები. კლუბებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს გასული წლის ლიცენზირების და მონიტორინგის შედეგების შესახებ.