სიახლეები

უეფა-ს განცხადება „ევროპული სუპერლიგის“ საქმის შესახებ

სფფ
გაუზიარე

EARN IT ON THE PITCH

გულშემატკივრებმა, ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, ფედერაციებმა, კლუბებმა, ლიგებმა და ყველამ, ვისაც უყვარს ფეხბურთი ხმამალა თქვით: 

"ევროპაში სუპერლიგის მსგავსი ტურნირის ადგილი არ არის. მთავარი სპორტული მიღწევებია. ფეხბურთი ყველასთვისაა და უნდა დარჩეს ყველასთვის ხელმისაწვდომად". 

უეფა ითვალისწინებს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას „ევროპული სუპერლიგის“ თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება არ გამოხატავს ე.წ. „სუპერლიგის“ პროექტის გამართლებას ან მხარდაჭერას. ის ყურადღებას ამახვილებს უეფა-ს წინასწარი ავტორიზაციის ჩარჩოში ადრე არსებულ ხარვეზზე - ტექნიკურ ასპექტზე, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში იქნა გათვალისწინებული. უეფა დარწმუნებულია მისი ახალი წესების სიმტკიცეში და კერძოდ იმაში, რომ აღნიშნული წესები თანხვედრაშია ყველა შესაბამის ევროპულ კანონსა და რეგულაციასთან.

უეფა მომავალშიც მტკიცედ დაიცავს ევროპული საფეხბურთო პირამიდის მთლიანობას, რომელიც ემსახურება საზოგადოების ფართო ინტერესებს. განვაგრძობთ ევროპული სპორტული მოდელის კოლექტიურად ჩამოყალიბებას ეროვნულ ასოციაციებთან, ლიგებთან, კლუბებთან, გულშემატკივრებთან, მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან, ევროკავშირის ორგანიზაციებთან, მთავრობებსა და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

გვჯერა, რომ სოლიდარობაზე დაფუძნებული ევროპული საფეხბურთო პირამიდა, რომელიც გულშემატკივრებისა და ყველა დაინტერესებული მხარის მიერ აღიარებულია შეუცვლელ მოდელად, დაცული იქნება დაშლის საფრთხისგან ევროპული და ეროვნული კანონებით.