16 დეკემბერს, ხაშურში, მოყვარულთა ლიგის 2023 წლის სეზონის ფინალური მატჩი გაიმართა. გადამწყვეტ შეხვედრაში, თბილისის გრასრუტმა ხობის ჭალეს ბოჭორმელის, კობახიძის, კიკნაძის და მაკარაძის გოლებით 4:0 სძლია.
ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მონაწილე გუნდებს მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს მოყვარულთა ლიგის თასი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ გადასცა. დაჯილდოებაში ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღო სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ბერდია ჯიბლაძემ.
2023 წლის სეზონის გამარჯვებული დავით ყიფიანის თასის 2024 წლის გათამაშებაში და ზაფხულში გასამართ UEFA Regions Cup-ზე მიიღებს მონაწილეობას.