სიახლეები

ქართველი მსაჯები უეფას კონფერენს ლიგის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

14 დეკემბერს, უეფას კოფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურში ბერძნული პაოკი ფინურ HJK-ს უმასპინძლებს. 

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ალეკო აფციაური იქნება. 

მატჩი სალონიკში გაიმართება და თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.