საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების C, B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართება.
კურსზე რეგისტრაცია 23 ოქტომბრიდან მიმდინარეობს. C ლიზენციის Refresh კურსზე რეგისტრაცია 19 ნოემბერს დასრულდა, ხოლო B და A ლიცენზიის Refresh კურსებზე 26 ნოემბერს დასურლდება. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.
უეფას მწვრთნელთა განათლების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლომდე ეწურება. კურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ადგილზე წარმოადგინოთ ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.
C ლიცენზიის Refresh კურსი 1-2 დეკემბერს, B ლიცენზიის Refresh კურსი 8-9 დეკემბერს გაიმართება, A ლიცენზიის Refresh კურსი კი, 15 და 16 დეკემბერს.
კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.