სიახლეები

ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე რაუნდის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან. 

აზერბაიჯანული გაბალას და ბერძნული ოლიმპიაკოსის 19-წლამდე გუნდების შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ. 

გაბალას და ოლიმპიაკოსის შეხვედრა, 8 ნოემბერს, გაბალას სტადიონზე, 16:00 საათზე გაიმართება.