6-8 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის მესამე, დასკვნითი მოდული გაიმართა.
მოდულის ფარგლებში მონაწილეებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ფიტნესი, მცირე რიცხვები და მეთოდოლოგიური გადასვლა, მეკარის ფიტნესი, 1x1 მეკარის თამაში და მცველებს ზურგს უკან სივრცის დაცვა, დაგეგმარების მეთოდოლოგია, 1-ზონაში დაცვა და ბურთის ამოტანა.
მეკარეთა მწვრთნელების განათლების კურსი სფფ-ის და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. აღნიშნული კურსი ჩვენს ქვეყანაში მესამედ ტარდება.
თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები მიიღებენ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს B ლიცენზიას. კურსზე 16 მონაწილე ირიცხება.