სიახლეები

საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირი ბათუმის თასი გაიმართა

გაუზიარე

ბათუმში 15-წლამდე საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო ტურნირი, "ბათუმის თასი" დასრულდა. ტურირნის გამარჯვებული  დინამო თბილისის 15-წლამდე გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ესპანური ვალენსია 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილისთვის მატჩში, სფფ-ის აკადემიის გუნდმა ქუთაისის ტორპედოს 2:1 სძლია.. 

აჭარაბეთ არენაზე ჩატარებული ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, ჩემპიონის და ტუნირის სხვა მონაწილე გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად,  სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე მონაწილეობდნენ. 

ბათუმში ტურნირი 28 ოტომბრიდან მიმდინარეობდა და შემდეგი გუნდები მონაწილეობდნენ: „ვალენსია“ (ესპანეთი), „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), ,,ოლიმპიკი მარსელი” (საფრანგეთი), ,,რიზესპორი“ (თურქეთი), „დინამო ბათუმი“ (საქართველო), „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემია“ (საქართველო), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ტორპედო ქუთაისი“ (საქართველო).

აღნიშნული ტურნირი საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმის" 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ფოტოები