სიახლეები

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში 2024 - რეგისტრაცია დაიწყო!

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში.

პროგრამის მთავარი მიზანია ფეხბურთში მომუშავე პასუხისმგებელი პირებისთვის თანამედროვე მენეჯმენტის უნარების განვითარება.

პროგრამა განკუთვნილია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა შედგება 6 მოდულისგან

  • მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა (05-08.03.2024)
  • სტრატეგიული მართვა (10-12.04.2024)
  • მარკეტინგი და სპონსორობა (13-15.05.2024)
  • ოპერაციული მართვა (05-06.06.2024)
  • მედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა (26-27.06.2024) 
  • ღონისძიებების მართვა (27-28.06.2024)

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი. ფინალური გამოცდა 2024 წლის 10 სექტემბერს ჩატარდება.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სპეციალური კითხვარი. რეგისტრაცია შესაძლებელია 2023 წლის 20 ნოემბრამდე.  

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში - პროგრამის აღწერა

სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში 2024 - ნდობის წერილის ნიმუში