სიახლეები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის - მევლუდ მიმინოშვილის გარდაცვალების გამო.

ცნობილი ქართველ არბიტრმა, იმსაჯა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების შესარჩევ მატჩებში, ევროთასების მრავალ შეხვედრაში. სულ სსრკ-ის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში იმსაჯა 99 მატჩი (1979-88), საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში – 9 (1990). სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის (1983) ფინალური მატჩის არბიტრი. ექვსჯერ დაასახელეს სსრკ ათ საუკეთესო მსაჯს შორის (1980, 81, 83, 85-87).

მევლუდ მინიმოშვილი მსაჯობდა დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატის პირველ მატჩს თბილისის დინამოსა და ფოთის კოლხეთს შორის. ასევე, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ.