სიახლეები

საქართველოს ამპუტანტთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებულია

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ამპუტანთ ფეხბურთელთა ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის გამარჯვებული გახდა. 

ბელგიაში ჩატარებული ტურნირის სასტარტო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა მასპინძლებს 5:0 სძლია. ისრაელის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა. საბერძნეთის ნაკრებთან მატჩი საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, უკრაინასთან შეხვედრა კი ფრედ, 0:0 დასრულდა. 

C დივიზიონში გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვა. მატჩები 2025 წელს გაიმართება.