სიახლეები

ფიფას და სფფ-ის ეროვნული საფეხბურთო აგენტის დებულება ძალაში შევიდა

სფფ
გაუზიარე

2023 წლის 1 ოქტომბრიდან ფიფას და სფფ-ის ეროვნული საფეხბურთო აგენტის დებულება სრულად შევიდა ძალაში.

ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულება (ფსად) წარმოადგენს ხანგრძლივი და ინკლუზიური კონსულტაციების შედეგს, რომელშიც ჩართული იყვნენ მოთამაშეები, კლუბები, ლიგები, წევრი ასოციაციები და თავად საფეხბურთო აგენტები.

ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულება მოიცავს ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტების გამოყენების ვალდებულებას, მომსახურების საფასურის ჭერს, ახალ პირობებს არასრულწლოვანთა დასაცავად და სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს.

სფფ-ის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა სფფ-ის საფეხბურთო აგენტის ეროვნული დებულება, რომელიც ფიფას რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა. განისაზღვრა ეროვნული დებულების მოქმედების სფერო, რომელიც ძირითადად არეგულირებს საფეხბურთო აგენტის საქმიანობას სფფ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიის ფარგლებში.

ინფორმაცია 2023 წლის 1 ოქტომბრადმე გაფორმებულ წარმომადგენლობის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ფიფას საფეხბურთო აგენტის დებულებებსა და ფიფას დოკუმენტში.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე - [email protected]

სფფ-ის საფეხბურთო აგენტის ეროვნული დებულება 2023