უეფას ახალგაზრდული ლიგის მეორე ტურის მატჩს ქართველი მსაჯები განსჯიან.
პსვ ეინდჰოვენის და სევილიას 19-წლამდე გუნდების შეხვედრის მთავარი არბიტრი გიორგი კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია გაუწევენ.
პსვ-სა და სევილიას მატჩი ნიდერლანდებში გაიმართება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.