საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ერთობლივ პროექტში “ფეხბურთი სკოლებში” კიდევ ერთი სკოლა ჩაერთო.
იმერეთის რეგიონის სოფელი ქვედა სიმონეთის პირველ საჯარო სკოლაში, პირველი და მეორე კლასის მოსწავლეები უფასოდ შეძლებენ რეგულარულად ვარჯიშს. საფეხბურთო ვარჯიშებს სფფ-ის მიერ გადამზადებული კვალიფიცირებული მწვრთნელები ჩაატარებენ.
28 სექტემბერს, პროექტის მონაწილეებს ვარჯიში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ჩაუტარეს.
პროექტი "ფეხბურთი სკოლებში" მეორე წელია მიმდინარეობს და ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით 40-მდე სკოლაა ჩართული. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს პროექტში ჩართულ სკოლებს საფეხბურთო ვარჯიშების ჩასატარებლად აუცილებელი ინვენტარით და სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უფასოდ ჩაერთონ ფეხბურთში. ღონისძიება უეფას ყოველწლიური მასობრივი კვირეულის ფარგლებში იმართება.
სფფ
გაუზიარე