21 სექტმებერს, უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შვეიცარიული სერვეტი პრაღის სლავიას უმასპინძლებს.
უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ალეკო აფციაური იქნება. მატჩი ჟენევაში გაიმართება და თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.
უეფას კონფერენს ლიგის პირველ ტურში, ბრატისლავის სლოვანი ფარერის კუნძულების წარმომადგენელ კლაკსვიკს მიიღებს. აღნიშნულ შეხვედრაზე მსაჯთა დამკვირვებელი სფფ-ის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი ჯუნეტ ჩაქირი, ხოლო მატჩის დელეგატი ვახტანგ ბზიკაძე იქნება.