სიახლეები

C ლიცენზიის კურსი აჭარა-გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით და რეგიონული ფედერაციების ჩართულობით ჩატარებული უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსები აჭარა-გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში დასრულდა. 

უეფას მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ორი ოთხდღიანი მოდულისგან შედგებოდა და კურსში 100-მდე ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობდა. 

C ლიცენზიის კურსის გამოცდები აჭარა-გურიის რეგიონისთვის ბათუმში 26-29 სექტემბერს გაიმართება, ხოლო სამეგრელოსა და იმერეთში 22-29 ნოემბერს. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატებს მიენიჭებათ უეფას C ლიცენზია.

აღნიშნული კურსები საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.