საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილის არენაზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მსაჯთა შეკრება გაიმართა.
სამდღიანი შეკრების ფარგლებში, მსაჯებს ჩაუტარდათ ტესტირება თამაშის წესების შესახებ და VAR-ის პროტოკოლის ტესტი. ამასთან, მსაჯებმა გაიარეს ტესტირება ფიზმომზადების დონეზე და შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეს ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამა.
შეკრების ფარგლებში ასევე ჩატარტა VAR სიმულაციები და პრაქტიკული სესიები მოთამაშეების ჩართულობით.