საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი, ჯუნეტ ჩაქირი ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე მსაჯთა დამკვირვებლის მოვალეობას შეასრულებს.
უეფას გადაწყვეტილებით, ჯუნეტ ჩაქირი ბოსნია-ჰერცეგოვინის და ლიხტენშტეინის მატჩზე იმუშავებს.
შეხვედრა 8 სექტემბერს, ქალაქ ზენიცაში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.