სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსი მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 4-დან 6 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების B+A ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული გაიმართა. 

მოდულის ფარგლებში კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: კოორდინაცია, საფეხბურთო ფიტნესი, სამწვრთნელო შტაბთან კოლაბორაცია, საფეხბურთო პერიოდიზაცია და სხვა. 

B+A ლიცენზიის კურსში მონაწილეობენ ეროვნული ნაკრების მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები. სპეციალურად აღნიშნული კურსისთვის შექმნილი პროგრამის საფუძველზე, მათ საშუალება ეძლევათ C ლიცენზიის გარეშე გაიარონ B+A კურსი და გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში გახდნენ უეფას A ლიცენზიის მფლობელები.

კურსი 6 მოდულისგან შედგება და მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მონაწილეებს გამოცდილებას უეფას ექსპერტები და Jira Panel-ის წევრები, კრის ვან დერ ჰაგენი და გენადი სკურტული უზიარებენ.