სიახლეები

Refresh კურსი A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების A და B ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართა. 

A ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: სავარჯიშო მეთოდოლოგია, რონდო, შეტევის აგება მეკარის ჩართულობით, სკანინგი. 

B ლიცენზიის მფლობელმა მწვრთნელმა კურსის მიმდინარეობისას ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: რონდო, მცირე რიცხვები, გადასვლა, გამძლეობა.

კურსის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს „დავით პეტრიაშვილი არენამ“ უმასპინძლალ.

Refresh კურსი A ლიცენზიის 14-მა და B ლიცენზიის 39-მა მფლობელმა გაიარა.