სიახლეები

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსის პირველი მოდული დავით პეტრიაშვილი არენაზე

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, დავით პეტრიაშვილი არენაზე სტარტი აიღო უეფას მწვრთნელთა განათლების მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის კურსმა.

26-დან 28 ივლისს ჩათვლით, ჩატარდა კურსის პირველი მოდული, რომელიც შედგებოდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილისგან. მოდულის მსვლელობისას ლიცენზიის მაძიებლებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: მეკარეების ფილოსოფია, სავარჯიშო მეთოდოლოგია და ვარჯიშის დაგეგმვის პრინციპები, ბურთის ამოტანა, მეკარეების მწვრთნელის პროფილი და როლი. 

მეკარეების მწვრთნელთა B ლიცენზიის მიმდინარე კურსზე 16 მონაწილე ირიცხება. თეორიული და პრაქტიკული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კურსის მსმენელები საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უეფა-ს მეკარეების მწვრთნელის B ლიცენზიას მიიღებენ.