სიახლეები

უეფას B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსზე რეგისტრაცია სრულდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართება.

კურსზე რეგისტრაცია 11 ივლისიდან მიმდინარეობს და 27 ივლისს დასრულდება. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე

B ლიცენზიის Refresh კურსის ღირებულება 200 ლარია, ხოლო A ლიცენზიის Refresh კურსის ღირებულება - 400 ლარი. თითოეული მონაწილისთვის, კურსისთვის განკუთვნილი გადასახადის ნახევარი სფფ-ის მიერ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩართულობით დაფინანსდება. B ლიცენზიის Refresh კურსი 1-2 აგვისტოს გაიმართება, A ლიცენზიის Refresh კურსი კი, 3 და 4 აგვისტოს. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლომდე ეწურება. კურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ადგილზე წარმოადგინოთ ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ. 

კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.