22 და 23 ივლისს, დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა.
მერვედფინალში გასულ 12 გუნდს, მომდევნო ეტაპიდან ევროთასებზე მოასპარეზე ოთხეული - დინამო თბილისი, ქუთაისის ტორპედო, გორის დილა და დინამო ბათუმი შეუერთდება. 8 ივნისს ჩატარებული წილისყრის შედეგად, უკვე ცნობილია 1/8-ფინალური ეტაპის წყვილებიც.
კოლხეთი ხობი - სამგურალი
ბეთლემი - კოლხეთი ფოთი
ლოკომოტივი - დინამო თბილისი
ირაო - მეშახტე
თელავი - საბურთალო
სპაერი - ტორპედო
სიონი - დინამო ბათუმი
გარეჯი - დილა
დებულების თანახმად, გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. მერვედფინალური ეტაპის მატჩები 29, 30 და 31 ივლისს გაიმართება. დამატებითი ინფორმაცია მატჩების შესახებ იხილეთ დავით ყიფიანი სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ვებგვერდზე.