საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიის მქონე მწვრთნელებისთვის Refresh კურსი გაიმართება.
კურსზე რეგისტრაცია 11 ივლისიდან მიმდინარეობს და 27 ივლისს დასრულდება. საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მწვრთნელებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.
უეფას მწვრთნელთა განათლების B და A ლიცენზიების Refresh კურსზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა მწვრთნელს, რომლის ლიცენზიას ვადა გაუვიდა ან მოქმედების ვადა 2023 წლის ბოლომდე ეწურება. კურსში მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულოა ადგილზე წარმოადგინოთ ცნობა ნასამართლეობის და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ.
B ლიცენზიის Refresh კურსის ღირებულება 200 ლარია, ხოლო A ლიცენზიის Refresh კურსის ღირებულება - 400 ლარი. თითოეული მონაწილისთვის, კურსისთვის განკუთვნილი გადასახადის ნახევარი სფფ-ის მიერ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩართულობით დაფინანსდება. B ლიცენზიის Refresh კურსი 1-2 აგვისტოს გაიმართება, A ლიცენზიის Refresh კურსი კი, 3 და 4 აგვისტოს.
კანდიდატები დამატებით ინფორმაციას რეგისტრაციისას მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.