12 ივლისს, უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
ფინური HJK-ს და ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონის, "ლარნეს" მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას გიორგი ელიკაშვილი და დავით ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.
შეხვედრა ფინეთში, ჰელსინკის საფეხბურთო სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.