სიახლეები

სტიუარდთა მიღება გრძელდება

სფფ
გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტიუარდთა მიღება გრძელდება. დაინტერესებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ თავისუფალი გრაფიკით მუშაობით მიიღონ დამატებითი შემოსავალი და მონაწილეობა მიიღონ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. 

ევროპის ჩემპიონატის გარდა, სტიუარდები სფფ-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებზე იმუშავებენ.

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.

გასაუბრების და ორდღიანი ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი მიიღებს სერთიფიკატს და გახდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდი.