17 მაისს, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.
წილისყრაში მონაწილეობდნენ გათამაშების პირველ ეტაპზე გამარჯვებული გუნდები და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი წარმომადგენელი - დინამო 2 თბილისი, ფოთის კოლხეთი 1913, კოლხეთი ხობი და თბილისის ვიტ ჯორჯია.
წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩები 27 მაისს გაიმართება.