სიახლეები

სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა

სფფ
გაუზიარე

ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე, სტიუარდთა შერჩევის პროგრამის მესამე გამოშვება დასრულდა. 

სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია უეფას სასწავლო პროგრამის მიხედვით მიეწოდათ. პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.  

შერჩეულ სტიუარდებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში და გახდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდთა გუნდის წევრები. გარდა ევროპის ჩემპიონატისა, სტიუარდები სფფ-ის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩაერთვებიან. სტიუარდთა სამსახური ანაზღაურებადია. 

სტიუარდთა პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. CV-ში მიუთითეთ პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, საკონტაქტო ნომერი და საცხოვრებელი ადგილი. კანდიდატი უნდა იყოს სრულწლოვანი.