საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაქარ ჟორდანია, უეფა-ს დელეგატის სტატუსით, ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩზე იმუშავებს.
ბაქარ ჟორდანია რომასა და ლევერკუზენს შორის გასამართ შეხვედრაზე იმუშავებს, რომელიც 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სფფ-ის წარმომადგენელი უკვე მრავალი წელია ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ ტურნირებზე უეფას დელეგატის რანგში მუშაობს.