უეფას 2023/2024 წლების ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღო 2022 წლის ეროვნული ლიგის ათივე კლუბმა, ასევე ქალთა ლიგის რანგით პირველმა სამეულმა.
წარმოდგენილი დოკუმენტების და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე, ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა საფეხბურთის კლუბებსა და უეფას. უეფას 2023/2024 წლების საკლუბო ლიცენზია მიიღო 9 კლუბმა, ხოლო უარი 4 კლუბს ეთქვა.
უეფას 2023/2024 წლების ტურნირებზე სპორტული შედეგით გასულმა კლუბებმა წარმატებით დაასრულეს ლიცენზირების პროცესი.
ლიცენზიების გაცემის შემდეგ, სეზონის მიმდინარეობისას, მუდმივად გაეწევა მონიტორინგი კლუბების მიერ ლიცენზირების მოთხოვნების უწყვეტად შესრულებას.