საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში უეფას მწვრთნელთა განათლების პრო ლიცენზიის მონაწილეთა გამოცდა გაიმართა.
საგამოცდო მოდულში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა და საქართველოს 18-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა. თეორიული და პრაქტიკული სესიის წარმატებით ჩატარების შემდეგ, მათ უეფას PRO ლიცენზია მიენიჭათ.
მწვრთნელების PRO ლიცენზიები სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა, ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ და მწვრთნელთა განათლების ხელმძღვანელმა ვასილ მაისურაძემ გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ კურსზე სწავლება როგორც პრაქტიკულ, ისე თეორიულ სამუშაოებს მოიცავდა და 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. Pro ლიცენზია მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურია და უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან შესაბამისობაშია.