სიახლეები

სფფ-ში საქართველოს თასის პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა

საქართველოს თასი
გაუზიარე

27 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების პირველი ეტაპის წილისყრა გაიმართა. 

წილისყრაში მონაწილეობა კრისტალბეთ ლიგა 3-ის, კრისტალბეთ ლიგა 4-ის და რეგიონული ლიგის გუნდებმა მიიღეს. გასული სეზონის მსგავსად, საქართველოს თასის გათამაშებაში მონაწილეობს მოყვარულთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მფკ ბასა, რომელიც ასპარეზობას პირველი ეტაპიდან დაიწყებს. 

წილისყრაში მონაწილე 39 გუნდიდან ერთმა, სოხუმის ცხუმმა, როგორც წილისყრის მიმდინარეობისას ამოსულმა ბოლო გუნდმა, ავტომატურად მიიღო მეორე ეტაპის საგზური, ხოლო დარჩენილი 38 გუნდი 19 გამარჯვებულს გამოავლენს.

წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები 13 მაისს გაიმართება. 

მეორე ეტაპზე გასულ 20 გუნდს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ოთხი გუნდი -  დინამო 2 თბილისი, კოლხეთი 1913, კოლხეთი ხობი და ვიტ ჯორჯია დაემატება. მეორე ეტაპის მატჩები 27 მაისს შედგება. 

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩები 22-23 ივლისს შედგება, ხოლო მერვედფინალური მატჩები 29-30 ივლისს გაიმართება