26 აპრილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია კრისტალბეთს შორის თანამშრომლობის ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.
ღონისძიება სასტუმრო შერატონში, 12:00 საათზე დაიწყება. ხელშეკრულებას ხელს სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი და კომპანია კრისტალბეთის აღმასრულებელი დირექტორი, ჯაბა პეიტრიშვილი მოაწერენ.
ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, კრისტალბეთი საქართველოს ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ის და ლიგ 4-ის მხარდამჭერი და სახელის სპონსორი ხდება. მხარეებს შორის ხელშეკრულება 2 წლის ვადით გაფორმდება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კომპანია კრისტალბეთთან 2019 წლიდან თანამშრომლობს.