სიახლეები

ქართველი მსაჯები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე

მსაჯები
გაუზიარე

28 მარტს, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, უელსისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრას ქართველი მსაჯები მოემსახურებიან. 

მატჩის მთავარი არბიტრი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და ზაზა ფიფია გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ალეკო აფციაური იქნება. 

უელსისა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა კარდიფში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.