სიახლეები

სასტუმრო პულმანი ეროვნული ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა

სფფ
გაუზიარე

სფფ-ისა და სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

პარტნიორობის ფარლგებში, პულმანი ეროვნული საფეხბურთო  ნაკრების მასპინძელი სასტუმრო იქნება. 

თანამშრომლობის აღსანიშნად, სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსნადრე იაშვილმა სასტუმრო პულმანის გენერალურ მენეჯერს, ვინსენტ დიუჟარდენს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისური გადასცა. 

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): „დიდი მადლობა ბატონ ვინსენტს და სასტუმრო პულმანის მთლიან გუნდს. მოხარული ვარ ჩვენ შორის შემდგარი თანამშრომლობით და მჯერა, რომ ეს პარტნიორობა ორივე მხარისთვის წარმატებული იქნება. 

დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი სასტუმრო პულმანში თავს კომფორტულად იგრძნობს და ყველანაირი პირობა ექნება სრულფასოვანი მომზადებისთვის“. 

ვინსენტ დუჟარდინს, სასტუმრო პულმან თბილისი აქსის თაუერსის გენერალური მენეჯერი: „ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძლობა. ვუსურვებთ მათ დიდ წარმატებას ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე და ჩვენი მხრიდან ხელს შევუწყობთ უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და სათანადო გარემოთი.

Accor-ის ორგანიზაციას აქვს საფეხბურთო სამყაროსთან წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება და შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ არსებული გამოცდილება საშუალებას მოგვცემს სფფ-სთან თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი და წარმატებული. კიდევ ერთხელ ვუსურვებ წარმატებას საქართველოს ნაკრებს ყველა თამაშზე.“

ერთ-ერთ უმსხვილეს ფრანგულ ბრენდ Accor-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ-კლასის სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers თბილისის ყველაზე მაღალსართულიან შენობაში 2022 წლის ივნისში გაიხსნა. ულტრათანამედროვე, გამორჩეული კონცეფციის მქონე სასტუმროა, 220 ლოფტის ტიპის ოთახითა და 2000 მ2 - ის საკონფერენციო სივრცეებით. 140 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული რესტორნიდან და ბარიდან ქალაქის პანორამული ხედები იშლება.