საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 18-დან 20 მარტის ჩათვლით, თბილისში უეფას მწვრთნელთა განათლების Pro ლიცენზიის კურსის მეთორმეტე მოდული გაიმართა.
მოდულის მსვლელობისას Pro ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა რამდენიმე პრეზენტაცია წარმოადგინეს და მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ და სავარჯიშო სესიებში.
მოდულს უეფას JIRA პანელის მეკარეების მწვრთნელთა ექსპერტი, მარტ პოომი დაესწრო, რომელმაც წაიკითხა ლექცია თემაზე მეკარეები თანამედროვე ფეხბურთში.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საფეხბურთო სპეციალისტებს უმაღლესი საფეხურის სამწვრთნელო ლიცენზია გადაეცემათ.