სიახლეები

ფიფას 73-ე კონგრესი რუანდაში გაიმართა

სფფ
გაუზიარე

რუანდის დედაქალაქ კიგალიში ფიფას 73-ე კონგრესი გაიმართა, სადაც ჯანი ინფანტინო, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, ორგანიზაციის პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს. ინფანტინო ფიფას 2027 წლამდე უხელმძღვანელებს.

ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ხოლო 2019 წელს ამ პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს. 

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაცია იღებდა. კიგალიში გამართულ ღონისძიებას სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გენერალური მდივანი დავით მუჯირი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.