საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, მწვრთნელთა განათლების პროგრამებისთვის ტუტორთა რეფრეშ კურსი გაიმართა.
კურსი დავით პეტრიაშვილი არენაზე შედგა და მასში C, B, A და PRO ლიცენზიის დონის ტუტორები მონაწილეობდნენ. მოდულის მთავარი თემები მეთოდოლოგია , პრაქტიკული სესიის ჩატარება და მისი ანალიზი გახლდათ.
ტუტორთა ინსტიტუტი მწვრთნელთა განათლების მიმართულებით პირველად 2018 წელს, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით დაინერგა.