საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეხუთე მოდული გაიმართა.
მოდულის მიმდინარეობისას, კურსის მსმენელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: ფიტნეს პერიოდიზაცია, ნეგატიური გადასვლა, თამაშის წესები, სკანირება. მოდული მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, რომელსაც სფფ-ის დიდი დიღმის ცენტრმა უმასპინძლა.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგება. სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მსმენელებს უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის კურსზე 20 მონაწილე ირიცხება.
უეფას მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი სრულ შესაბამისობაშია უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან.