სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია სრულდება

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენიის კურსზე რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ვადა 2 მარტს იწურება. 

კურსის გავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უეფას C ლიცენზია ან მინიმუმ 50 თამაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულ A ნაკრებში. ასევე მოეთხოვებათ ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა. 

კანდიდატი კურსზე დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ. უეფას ექსპერტთან ერთად, კურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი გაუძღვება. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე.