28 თებერვალს, უეფას ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, დორტმუნდის ბორუსიისა და ფრანგული პსჟ-ს მატჩს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან.
შეხვედრის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილი იქნება. მას ასისტენტობას დავით გაბისონია და დავით ახვლედიანი გაუწევენ.
დორტმუნდისა და პსჟ-ს 19-წლამდე გუნდების დაპირისპირება გერმანიაში გაიმართება და თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.