23 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებია:
- სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტების დამტკიცების შესახებ;
- სფფ-ის 2023 წლის საშეჯიბრო დებულების დამტკიცების შესახებ;
- უეფას კლუბების ლიცენზირების დებულებებში შესწორებების შესახებ
- ე.წ 3/2/1 სეზონის წესთან დაკავშირებით გამონაკლისის დაშვების პროცედურაში ცვლილების შესახებ;
- სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის წევრების დამტკიცების შესახებ
- სხვადასხვა.