სიახლეები

თბილისსა და ქუთაისში ქალთა შორის „ზამთრის თასის“ პირველი გათამაშება დაიწყო

ქალთა ფეხბურთი
გაუზიარე

15 და 16 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში, ახალმა ქალთა საფეხბურთო ტურნირმა „ზამთრის თასმა“ აიღო სტარტი. ასპარეზობაში, ორ ზონაში, დასავლეთსა და აღმოსავლეთში გადანაწილებული 16-მა გუნდი მონაწილეობს. მათ შორის 7 გუნდი 2023 წლის სეზონში ქალთა საფეხბურთო ლიგაში იასპარეზებს, დანარჩენი კი, ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელია. 

ტურნირის დებულებიდან გამომდინარე გუნდები ყოველი ეტაპის დაძლევას ერთმატჩიან დაპირისპირებაში შეეცდებიან. შესაბამისად, 15 და 16 თებერვალს ამ გათამაშების პირველი ეტაპი, 1/8 ფინალური მატჩები გაიმართა. თითოეულ ზონაში გამოვლინდა 4-4 გამარჯვებული, რომლებიც ერთმანეთს, უკვე 1/4 ფინალში დაუპირისპირდებიან.  

1/4 ფინალური  წყვილები ზონალურ ჯგუფებში პირველ-მეორე და მესამე-მეოთხე წყვილების გამარჯვებულებით დაკომპლექტდნენ. ამ ეტაპზე გამარჯვებულები კი, ერთმანეთს, ნახევარფინალში შეხვდებიან და ფინალური საგზურისთვის იბრძოლებენ.

აღმოსავლეთ საქართველოს ზონის თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ორი დღის მანძილზე ჩატარდა. 

15 თებერვალი

ქსკ „კვარტალი“- ქსკ „დიდგორი“   8-1

სკ „დინამო სოხუმი“ - სკ „ნორჩი დინამო“ 6-3

16 თებერვალი 

ქსკ „სამეგრელო“ ჩხოროწყუ - ქსკ „ელიტა“ 2021 15-0

ქსკ „ეძანი“ წალკა - ქსკ „სამღერეთი“ თეთრიწყარო 3-0

რაც შეეხება დასავლეთი საქართველოს ზონას აქ, თამაშები ქუთაისში, სპორტის სასახლეში 15 თებერვალი გაიმართა.

ქსკ „ივერია“ ხაშური -  ქსკ „რაჭა“ 2020  4-10

ქსკ „ფენიქსი“ ზუგდიდი - ქსკ „გორი იუნაიტედი“ 2-1

ქსკ „კოლხეთი“ ხობი - ქსკ „მართვე“ ქუთაისი 4-5

ქსკ „ელიტა 2“ - ქსკ „ბათუმი“ 4-7

აღსანიშნავია, რომ პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ყველაზე დიდი და თანაც, მშრალი ანგარიშით 15-0, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „სამეგრელომ“ გაიმარჯვა. ამ გუნდის საუკეთესო გოლეადორმა მაიკო ბებიამ კი, 7 გოლის გატანაც მოახერხა. 

7 გოლი აქვს გატანილი თათია შაინიძეს, რომელიც „ზამთრის თასის“ გათამაშებაზეც და მოგვიანებით ქალთა ლიგაშიც, 2023 წელს „ბათუმის“ ღირსებას დაიცავს. „ზამთრის თასზე“ აგრძელებს ასპარეზობას ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე ახლაგაზრდა ფეხბურთელი 2010 წელს დაბადებული ბარბარე ჭელიძის გუნდი, „რაჭა 2020“, შესაბამისად ბარბარეს აქვს შანსი, პირველ ტურში გატანილ 4 გოლს კიდევ შემატოს რამდენიმე. პირველი ტურის შემდეგ, 3-3 გატანილი გოლი აქვთ ირმა ლომიძეს  („ივერია“), მანონი საღარაძეს („ელიტა“) და ლელა ჭიჭინაძეს („სოხუმის დინამო“). თუმცა, ამ ჩამონათვალიდან, გათამაშების მომდევნო ეტაპზე, მხოლოდ ლელა ჭიჭინაძის გუნდია გასული. შესაბამისად, საქართველოს ქალთა ლიგის ბომბარდის (2022 წლის სეზონზე 27 გატანილი გოლი) და ქვეყნის ქალთა გათამაშების საუკეთესო მოთამაშეს, კიდევ აქვს შანსი პირადი ნადავლი გაზარდოს. 

ქალთა შორის „ზამთრის თასის“ გათამაშება ოლიმპიური სისტემით ტარდება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელი გუნდების ვინაობა ერთმატჩიან დაპირისპირებაში ირკვევა. შესაბამისად, მეორე ტურში, რომელიც 21 და 23 თებერვალს, ზონალური დაყოფით კვლავ თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ და როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამარჯვებულს ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოავლენენ. 

აღმოსავლეთ საქართველო

12:00  სკ „დინამო სოხუმი“ - ქსკ „კვარტალი“

14:00  ქსკ „ეძანი“ - ქსკ „სამეგრელო“

თამაშები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 21 თებერვალს გაიმართება. 

დასავლეთ საქართველო

15:00 ქსკ „რაჭა 2020“ - ქსკ „ბათუმი"

17:00 ქსკ „ფენიქსი“ - ქსკ „მართვე“

მატჩები ქუთაისის სპორტის სასახლეში 23 თებერვალს ჩატარდება.