სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების ფუტსალის B ლიცენზიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენიის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო. 

კურსის გავლის მსურველებს უნდა ჰქონდეთ უეფას C ლიცენზია ან მინიმუმ 50 თამაში საქართველოს ფუტსალის ეროვნულ A ნაკრებში. ასევე მოეთხოვებათ ქართული ენის წერილობითი და ზეპირი ცოდნა. 

კანდიდატი კურსზე დაიშვება მწვრთნელთა განათლებისა და ლიცენზირების განყოფილებასთან გასაუბრების შემდეგ. უეფას ექსპერტთან ერთად, კურსს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი გაუძღვება. 

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ მითითებულ ბმულზე 2023 წლის 2 მარტის ჩათვლით.