საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობა 4 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო რადისონში გაიმართება.
ყრილობის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხზე შემოგთავაზებთ. მედიისთვის კომენტარები ყრილობის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
მედიის წარმომადგენელთა საყურადღებოდ: აკრედიტაციის მისაღებად, გთხოვთ, 3 თებერვლის 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: [email protected], მოგვწეროთ სახელი, გვარი და მედია-ორგანიზაციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
ღონისძიებაზე დასასწრები აკრედიტაციები 4 თებერვალს, 11:00 საათიდან, სასტუმრო რადისონში გაიცემა.