სიახლეები

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის მეოთხე მოდული

მწვრთნელთა განათლება
გაუზიარე

23-დან 26 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით, „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსის ბოლო, მეოთხე მოდული გაიმართა. 

მოდულის მიმდინარეობისას ლიცენზიის მაძიებელმა მწვრთნელებმა ინფორმაცია შემდეგი თემების შესახებ მიიღეს: პოზიტიუი გადასვლა, სისწრაფე, ნეგატიური გადასვლა, ფსიქოლოგია. 

უეფას მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსი ოთხი 4-დღიანი მოდულისგან შედგებოდა, რაც უეფას მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან სრულ შესაბამისობაშია.

კურსზე 22 მონაწილე ირიცხებოდა, რომლებიც პრაქტიკული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, უეფას საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზიის მფლობელები გახდებიან. 

ამჟამად, მიმდინარეობს ბ ლიცენზიის კიდევ ერთი კურსი, ხოლო ახალ კურსზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ჩვენი ვებგვერდის საშუალებით მოგაწვდით.